დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 18/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2006 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №493
2006 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შექმნის შესახებ
1. დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს შესაბამისი ქონების მუზეუმისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები