„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“

  • Word
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 02/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
462
02/08/2006
სსმ, 102, 02/08/2006
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2006 - 01/09/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №462

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:

1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 2500 კაცით.

2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 3 აგვისტოდან 2006 წლის 10 სექტემბრამდე.

3. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

4. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1). საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.

5. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებული არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულების ორგანიზებულად განაწილება განხორციელდეს 2006 წლის 7 აგვისტოდან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2 კორპუსი).

7. ეთხოვოს ქ. თილისის მერს (გ. უგულავა) დახმარება გაუწიოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის მომზადება-ფუნქციონირებაში.

8. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით.

9. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ (დანართი №2).

10. საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):

ა) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში.

12. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ი. მერაბიშვილი) აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე რაიონების (ქალაქების) გამგეობების სამხედრო განყოფილებებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

13. საქართველოს ცენტრალური გამწვვი კომისიის თავმჯდომარემ (ირ. ოქრუაშვილი) პერიოდულად მომახსენოს მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

14. ეთხოვოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ფართოდ გააშუქონ გაწვევის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

15. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა (ირ. ოქრუაშვილი).

     მ. სააკაშვილი

დანართი №1

საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა:

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ცომაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანე-ლობის დეპარტამენტის უფროსი

გულიკო ჭელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – კომისიის მდივანი

ვლადიმერ ჭიპაშვილი –          საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

 დანართი №2

საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა:

ვლადიმერ ჭიპაშვილი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბუაძე – ოტორინოლარინგოლოგი

მზია გაბუნია – ლაბორანტი

თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი

ეკატერინე დევიძე         – ნევროპათოლოგი

ქეთევან ესვანჯია          – რენტგენოლოგი

ბენიამინ კაკაბაძე – ქირურგი

ლიანა კაპანაძე – ნარკოლოგი

თამარ კვინიკაძე – სტომატოლოგი

იოსებ კერესელიძე – დერმატოვენეროლოგი

თინათინ მახარაძე – ფტიზიატრი

მანანა მშვენიერაძე – თერაპევტი

ნატო ტყეშელაშვილი – ფსიქიატრი

თამარ ფაღავა – თერაპევტი

გიორგი ქამუშაძე           – ოფთალმოლოგი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნონა შელია – ექიმ-ლაბორანტი