დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 730 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 08/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №730
2006 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №102, მუხ. 1381) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 3 აგვისტოდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1400 კაცით და მათი გაწვევა განხორციელდეს 2006 წლის 10 დეკემბრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.“;
გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარე დაცვის სამსახურში ახალწვეულების ორგანიზებულად განაწილება განხორციელდეს 2006 წლის 15 დეკემბრიდან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2 ბ კორპუსი).“;
დ) ბრძანებულების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა:
დავით კეზერაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა გოგავა – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე
გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეცალური სამსახურის და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი
გულიკო ჭელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი – კომისიის მდივანი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები