დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №391 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 28/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/06/2006 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №391
2006 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნის შესახებ
საქართველოში საგუნდო ხელოვნების ხელშეწყობის, განვითარებისა და გორის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ქალთა კამერული გუნდის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის ქალთა კამერული გუნდი (შემდეგში – გუნდი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს გუნდის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს გუნდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს გუნდისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები