„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 25/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003
  • Word
275
21/04/2006
სსმ, 56, 25/04/2006
120.090.000.08.002.003
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №275

2006 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შემდეგი ბრძანებების გამოცემა:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

ბ) საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული, ოქმებისა და დისციპლინური საქმის წარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.“;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.“.

მ. სააკაშვილი