დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2006 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 71
2006 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი“ (შემდგომში _ მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. მუზეუმის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ზღვრული მოცულობის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე – საჩხერის რაიონული ბიუჯეტიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები