დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1038 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 12/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/12/2005 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1038
2005 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის და სერგო ქობულაძის სახელობის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) უზრუნველყოს ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ცენტრისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ცენტრის დაფინანსებისათვის აუცილებელი ხარჯების 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები