,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 653
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 22/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
653
17/07/2005
სსმ, 87, 22/07/2005
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/07/2005 - 06/11/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №653

2005 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ

საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია):

ა) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დებულების დამტკიცება;

ბ) განახორციელოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

გ) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) კანდიდატურისა და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დასამტკიცებლად წარმოდგენა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი