დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 18/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №428
2010 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 აგვისტომდე.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლისის №653 ბრძანებულება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები