დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 597 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 18/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/07/2005 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №597
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დადიანების სამუზეუმო კომპლექსის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან ერთად უზრუნველყოს სამუზეუმო კომპლექსის ეკატერინესეული სასახლის, ნიკოსეული სასახლის, მათზე დამაგრებული შესაბამისი მიწის ფართობის და სხვა სათანადო ქონების მუზეუმისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მუზეუმის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებების სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმის დაფინანსება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები