დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 528 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 27/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/06/2005 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №528
2005 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და მისი მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი (შემდგომში – ნაციონალური ბალეტის დასი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლი, დაამტკიცოს დასის დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს ნაციონალური ბალეტის დასისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები