,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
463
07/06/2005
სსმ, 69, 10/06/2005
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/06/2005 - 05/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №463

2005 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიღების უფლების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი – „ირმის ნახტომი“ (შემდეგში – ფონდი).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა.ლომაია) უზრუნველყოს ფონდის დებულების დამტკიცება, მისი მართვისა და წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, აგრეთვე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით დაფუძნებული ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი