დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 721 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 163, 05/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №721
2006 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის –„ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №69, მუხ. 740) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდ – „ირმის ნახტომს“ შეეცვალოს სახელწოდება და ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფონდი „ირმის ნახტომი“ (შემდეგში – ფონდი).“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები