„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 31/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
170
29/03/2005
სსმ, 36, 31/03/2005
010.220.020.08.002.003
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2005 - 20/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №170

2005 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში დამატებათა შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის №310 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები

1. კომისია საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძებნა;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთა უფლებების დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხვედრის გარკვევა;

დ) ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება;

ე) საზოგადოებასთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებთან ურთიერთობა;

ვ) კანონმდებლობის სრულყოფა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

2. კომისია თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლებამოსილია:

ა) გარკვეულ საკითხთა შესასწავლად შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

გ) დასახული მიზნებისა და ამოცანების გადასაწყვეტად ითანამშრომლოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა);

დ) თავისი მიზნების შესაბამისად მოაწყოს კონფერენციები, სემინარები, გამოსცეს ცნობარი და გამოიყენოს ინფორმაციის გავრცელების კანონით ნებადართული სხვა საშუალებები.

    მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

3. კომისიასთან თანამშრომლობენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მშობლების წარმომადგენლები.

4. კომისიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის თავმჯდომარე პასუხს აგებს კომისიის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

6. კომისიის თავმჯდომარე:

ა) არის კომისიის საერთო ხელმძღვანელი;

ბ) ამზადებს და იწვევს კომისიის სხდომებს;

გ) უფლებამოსილია მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა;

დ) საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს კომისიის მუშაობის შესახებ;

ე) ამტკიცებს კომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

ვ) განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს;

ზ) უზრუნველყოფს კომისიისათვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტურ რეალიზაციას;

თ) უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის კოორდინაციასა და გამართულად ფუნქციონირებას.

7. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არის კომისიის აპარატის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში იგი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

8. სახელმწიფო ჯილდოების მისაღებად იმ მოქალაქეების წარდგენა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვაში, ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. კომისიის სხდომა

1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.

2. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი მაინც.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

    მუხლი 5. კომისიის აპარატი

1. კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის იქმნება კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას და სახელფასო განაკვეთს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

    მუხლი 6. კონფიდენციალობა

კომისიის წევრები და მოწვეული ექსპერტები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა ყველა იმ სახის ინფორმაციისა და დოკუმენტებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 7. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების, და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.