„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის №170 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004
  • Word
103
13/02/2007
სსმ, 21, 15/02/2007
010.220.020.08.002.004
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის №170 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №103

2007 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის №170 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის №170 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №36, მუხ. 364) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი