„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ”

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003
  • Word
15
14/01/2005
სსმ, 4, 14/01/2005
010.210.040.08.002.003
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №15

2005 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ

1. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭო (შემდეგში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე

იური ანანიაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რომან გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი

მიხეილ თოქმაზიშვილი – CASE-Transcaucasus-ის ექსპერტი, ეკონომი­კის მეცნიერებათა დოქტორი

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის მთავარი ექსპერტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონ­დენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

სერგო სანაძე – ვალერიან მელქაძის სახელობის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფი­ლების გამგე, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი

თამაზ ჩიკვაიძე – ვალერიან მელქაძის სახელობის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფი­ლების გამგე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

გიორგი წერეთელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაუარეატი

მიხეილ ჯიბუტი – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

2. საბჭომ უზრუნველყოს საბჭოს დებულების პროექტის შემუშავება და ერთ თვეში საქართველოს პრეზიდენტთან დასამტკიცებლად წარმოდგენა.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 აგვისტოს №576 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ივნისის №306 ბრძანებულება;

დ) „სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ოქტომბრის №563 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი