„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 19/07/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.004.103
  • Word
3368
06/07/2010
სსმ, 39, 19/07/2010
040.000.000.05.001.004.103
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 302-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალისტი ვალდებულია აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს.“;

გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: 

„7. ყადაღადადებული ნივთის სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაცია დაუშვებელია.“.

2. 306-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 306. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ

ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის ჩატარების შესახებ  განცხადება სპეციალისტთან შეაქვს კრედიტორს (კრედიტორებს). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და ხელშეკრულება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3368–რს