დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3162 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 12/07/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.05.001.004.070 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/07/2010 - 21/06/2011)
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ჰ15“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ15) წყალმომარაგება – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება;“;
ბ) „ჰ20“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ21“ ქვეპუნქტი:
„ჰ21) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის დღე-ღამეში ხარჯვის დადგენილი ნორმა;“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების დადგენა.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი, სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.
4. 432 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 432. წყალმომარაგების ტარიფის დადგენის პრინციპები
1. კომისია წყალმომარაგების ტარიფს ადგენს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული ტარიფის დადგენის პრინციპების შესაბამისად.
2. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია ტარიფი სასმელი წყლის მიწოდებასა და წყალარინებაზე დაადგინოს განცალკევებულად.
3. კომისია უფლებამოსილია სატარიფო განაცხადის საფუძველზე, მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმმართველი ერთეულების მიხედვით.“.
5. VII1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მესამე მხარის დაშვება. ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება“.
6. 462 და 463 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 462. ახალი მომხმარებლის ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური
კომისია ადგენს ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურს, რომელიც აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიანტს ან/და მიმწოდებელს.
მუხლი 463. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება
საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ლიცენზიანტის ან მიმწოდებლის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე არის მიერთებული მომხმარებელი. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გასცეს იმ მცირე სიმძლავრის ელექტრო-სადგურმა, ლიცენზიანტმა ან მიმწოდებელმა, რომლის ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას აპირებს მომხმარებელი.“.
მუხლი 2
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის დადგენის წესი;
ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების გაანგარიშების წესი.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ივნისი.
№3162–რს
დოკუმენტის კომენტარები