დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2387 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 18/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.825 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 972 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 972. მომხმარებელთა უფლებების დაცვა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) გამოაკრას მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას.“.
2. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“.
3. 107-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 108-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე) ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.“.
5. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 143. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, –
იწვევს პირის დაჯარიმებას შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარით.
4. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე საქონლის გამოვლენა, –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გადამხდელისა – დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელისა – აქციზურ საქონელზე, აქციზისა და დღგ-ის გარეშე).
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.
6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;
ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;
გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას.
7. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული არ არის საქონელი.
8. საქონლის დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.
6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1431 მუხლი:
„მუხლი 1431. ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება
თუ ქრონომეტრაჟით გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ან/და სასტუმროში 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) არანაკლებ 10%-ით მეტია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვაზე (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით), –
პირი ჯარიმდება ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმა-ლური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის 50-მაგი ოდენობით.“.
7. 146-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ხორციელდება ერთ ეტაპად იმ შემთხვევაში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები.“.
8. 147-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კო-დექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.“.
9. 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს უფლება აქვს, „საგადასახადო მოთხოვნა“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს შესაგებელი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში და იმავე ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობისას საგადასახადო ორგანოს უარი ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინე-ბული შემთხვევისა). მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საბჭოში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
გ) სასამართლოში.“.
10. 159-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭო უფლებამოსილია დავის განხილვის საფუძველზე:
ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;
დ) საჩივარი განუხილველი დატოვოს.“.
11. 258-ე მუხლის ცხრილის:
ა) მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
17 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთანავე, ეს ნავთობი წარმოადგენს პროდუქტების ძირითად შემადგენლებს | 2710 (გარდა 2710 11 110 00– 2710 19 490 00, 2710 19 510 00– 2710 19 690 00 და 2710 99 000 00) | 1 ტონა | 400 ლარი |
ბ) 21-ე სტრიქონის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე სტრიქონი:
22 | ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი | 2710 99 000 00 | 1 ტონა | 50 ლარი |
ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი | 2710 99 000 00 | 1 ტონა | 400 ლარი |
12. 2703 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
№ | კოდი | დასახელება |
1 | 0105 | შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები |
2 | 0201 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული |
3 | 0202 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული |
4 | 0204 | ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
5 | 0205 00 | ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
6 | 0206 | საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
7 | 0207 | ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
8 | 0208 | სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
9 | 0209 00 | ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული, და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი |
10 | 0210 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან |
11 | 0401 10 100 00 | – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
12 | 0401 20 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
13 | 0401 20 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
14 | 0401 30 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
15 | 0401 30 310 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
16 | 0401 30 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
17 | 0402 10 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
18 | 0402 10 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
19 | 0402 21 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
20 | 0402 21 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
21 | 0402 29 150 00 | – – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
22 | 0402 29 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
23 | 0402 91 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
24 | 0402 91 310 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
25 | 0402 91 510 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
26 | 0402 91 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
27 | 0402 99 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
28 | 0402 99 310 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
29 | 0402 99 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
30 | 0403 | დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე |
31 | 0407 00 | ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული |
32 | 0408 | ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
33 | 0409 00 000 00 | ნატურალური თაფლი |
34 | 0410 00 000 00 | ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
35 | 0701 | კარტოფილი, ახალი ან გაცივებული |
36 | 0702 00 000 00 | პომიდორი, ახალი ან გაცივებული |
37 | 0703 | ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული |
38 | 0704 | თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული |
39 | 0706 | სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული |
40 | 0707 00 | კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული |
41 | 0708 | პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული |
42 | 0709 | ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული |
43 | 0710 | ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული |
44 | 0711 | დაკონსერვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), ოღონდ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი |
45 | 0712 20 000 00 | – თავიანი ხახვი |
46 | 0712 31 000 00 | – – Agaricus გვარის სოკოები |
47 | 0712 32 000 00 | – – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.) |
48 | 0712 33 000 00 | – – საფუარი სოკოები (Tremella spp.) |
49 | 0712 39 000 00 | – – დანარჩენი |
50 | 0713 | პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი |
51 | 0714 | მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული |
52 | 0802 | კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე |
53 | 0803 00 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი |
54 | 0805 | ციტრუსები, ახალი ან ხმელი |
55 | 0806 | ყურძენი, ახალი ან ხმელი |
56 | 0807 | ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი |
57 | 0808 | ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი |
58 | 0809 | გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი |
59 | 0810 | ხილი დანარჩენი, ახალი |
60 | 0811 | ხილი და კაკალი, წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
61 | 0812 | ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი |
62 | 0813 | ხილი ხმელი, 0801–0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები |
63 | 0902 | ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე |
64 | 1101 00 | ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი |
65 | 1102 | დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა |
66 | 1103 | ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები |
67 | 1105 | კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები |
68 | 1106 | წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან |
69 | 1108 | სახამებელი; ინულინი |
70 | 1109 00 000 00 | ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი |
71 | 1208 90 000 00 | – დანარჩენი |
72 | 1512 11 910 00 | – – – – მზესუმზირას ზეთი |
73 | 1512 19 900 00 | – – – დანარჩენი |
74 | 1601 00 | ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე |
75 | 1602 10 00 | – ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები |
76 | 1602 20 | – ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან |
77 | 1602 31 | – – ინდაურის |
78 | 1602 32 | – – შინაური ქათმისაგან (Gallus domesticus) |
79 | 1602 39 | – – დანარჩენი |
80 | 1602 41 | – – ბარკლები და მათი გადანაჭრები |
81 | 1602 42 | – – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები |
82 | 1602 49 | – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით |
83 | 1602 50 | – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან |
84 | 1602 90 | – დანარჩენი, მზა პროდუქტების ჩათვლით, ნებისმიერი ცხოველის სისხლისაგან |
85 | 1701 12 | – – ჭარხლის შაქარი |
86 | 1701 91 000 00 | – – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით |
87 | 1701 99 | – – დანარჩენი |
88 | 1702 | დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი |
89 | 1703 | მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული |
90 | 1704 | შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს |
91 | 1806 20 800 00 | – – – შოკოლადის გემოვანი გარსები |
92 | 1806 31 000 00 | – – გულსართით |
93 | 1806 32 | – – გულსართის გარეშე |
94 | 1806 90 | – დანარჩენი |
95 | 19 | მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი |
96 | 2001 | ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული |
97 | 2002 | პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული |
98 | 2003 | სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული |
99 | 2004 | სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა |
100 | 2005 | სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა |
101 | 2006 00 | ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული) |
102 | 2007 | ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით |
103 | 2008 19 | – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით |
104 | 2008 20 | – ანანასი |
105 | 2008 30 | – ციტრუსების |
106 | 2008 40 | – მსხალი |
107 | 2008 50 | – გარგარი |
108 | 2008 60 | – ალუბალი და ბალი |
109 | 2008 70 | – ატამი, ნექტარინების ჩათვლით |
110 | 2008 80 | – მარწყვი და ხენდრო |
111 | 2008 91 000 00 | – – პალმის გული |
112 | 2008 92 | – – ნარევები |
113 | 2008 99 | – – დანარჩენი |
114 | 2009 | ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
115 | 2101 | ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელნი და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები |
116 | 2103 | პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი |
117 | 2106 | კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი |
118 | 2201 10 190 09 | – – – – დანარჩენი |
119 | 2201 10 900 00 | – – დანარჩენი |
120 | 2201 90 000 09 | – – – დანარჩენი |
121 | 2201 90 000 99 | – – დანარჩენი |
122 | 2202 | წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა |
123 | 2203 00 | ალაოს ლუდი |
124 | 2302 | ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით გადამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული |
125 | 2306 30 000 00 | – მზესუმზირას თესლისაგან |
126 | 24 | თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები |
127 | 25 | მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი |
128 | 3305 10 000 00 | – შამპუნები |
129 | 3307 30 000 00 | – არომატიზებული მარილები და სხვა შედგენილობები აბაზანების მისაღებად |
130 | 3401 11 000 00 | – – ტუალეტის საპონი (სამკურნალო საშუალების შემცველი საპნის ჩათვლით) |
131 | 3401 19 000 00 | – – დანარჩენი |
132 | 3401 20 900 00 | – – დანარჩენი |
133 | 3401 30 000 00 | – ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით და დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე |
134 | 3402 19 000 00 | – – დანარჩენი |
135 | 3402 20 | – საშუალებები, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის |
136 | 3402 90 | – დანარჩენი |
137 | 3405 40 000 00 | – საწმენდი პასტები და ფხვნილები და სხვა საწმენდი საშუალებები |
138 | 3808 99 900 00 | – – – დანარჩენი |
139 | 3916 | პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი |
140 | 3917 | პლასტმასის მილები, მილაკები და შლანგები და მათი ფიტინგები (მაგალითად, შეერთებები, მუხლები, მილტუჩები) |
141 | 3918 | პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული |
142 | 3919 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად |
143 | 3920 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი |
144 | 3921 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები დანარჩენი |
145 | 3922 | აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასებისაგან |
146 | 3923 | |
147 | 3924 | სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან |
148 | 4403 20 310 00 | – – – მორები |
149 | 4407 10 | – წიწვოვანი |
150 | 4407 21 900 00 | – – – – დანარჩენი |
151 | 4407 22 900 00 | – – – – დანარჩენი |
152 | 4407 29 680 00 | – – – – – – დანარჩენი |
153 | 4407 91 900 00 | – – – – დანარჩენი |
154 | 4407 92 000 00 | – – წიფლისაგან (Fagus spp.) |
155 | 4407 99 200 00 | – – – ტორსული შეერთების მქონე, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი |
156 | 4407 99 250 00 | – – – – გარანდული |
157 | 4407 99 980 00 | – – – – – დანარჩენი |
158 | 4409 10 | – წიწვოვანი |
159 | 4409 29 | – – დანარჩენი |
160 | 4413 00 000 00 | მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით |
161 | 4418 | ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით |
162 | 6801 00 000 00 | ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა) |
163 | 6802 | ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი |
164 | 6804 | დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე |
165 | 6805 | ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე |
166 | 6806 | წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69 ჯგუფის ნაწარმისა |
167 | 6807 | ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან) |
168 | 6808 00 000 00 | პანელები, ფილები, ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხე-ტყის სხვა ნარჩენებისაგან |
169 | 6809 | ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან |
170 | 6810 | ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი |
171 | 6811 | ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან |
172 | 6812 91 000 00 | – ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები |
173 | 6812 92 000 00 | – ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი |
174 | 6812 93 000 00 | – – შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად |
175 | 6815 | ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანი ბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
176 | 6902 10 000 00 | – Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2O3--ზე გადაანგარიშებით |
177 | 6902 20 100 00 | – – კაჟმიწის SiO2) შემცველობით 93 მას.% ან მეტი |
178 | 6902 20 910 00 | – – – თიხამიწის (Al2O3) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები |
179 | 6902 20 990 00 | – – – დანარჩენი |
180 | 6902 90 000 00 | – დანარჩენი |
181 | 7113 | საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან |
182 | 7115 90 100 00 | – – ძვირფასი ლითონებისაგან |
183 | 7116 | ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული) |
184 | 7117 | ბიჟუტერია |
185 | 7210 41 000 00 | – – გოფრირებული |
186 | 7210 90 300 00 | – – მიტკეცილი |
187 | 7210 90 400 00 | – – მოკალული დატანილი ბეჭდით |
188 | 7210 90 800 00 | – – დანარჩენი |
189 | 7214 10 000 00 | – ნაჭედი |
190 | 7214 20 000 00 | – ამონაღებების, შვერილების, ნაღარების ან გაგლინვის პროცესში მიღებული სხვა დეფორმაციების მქონე ან გლინვის შემდეგ გაღუნული |
191 | 7214 30 000 00 | – ავტომატური ფოლადისაგან დანარჩენი |
192 | 7214 91 | – – მართკუთხა (კვადრატულის გარდა) განივი კვეთის |
193 | 7214 99 | – – დანარჩენი |
194 | 7307 93 110 00 | – – – – მუხლები და სარინები |
195 | 7308 | ლითონკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (9406 სასაქონლო პოზიციაში მოყვანილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების გარდა) და მათი ნაწილები (მაგალითად, ხიდები და მათი სექციები, რაბის ჭიშკრები, კოშკები, ცხაური ანძები, სახურავის საფრები, სამშენებლო წამწეები, კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები, კარების ზღურბლები, ჟალუზები, ბალუსტრადები, ბჯენები და სვეტები); ფურცლები, წნელები, კუთხოვანები, ფასონური პროფილები, მილები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქ-ციებში გამოსაყენებელი |
196 | 7309 00 100 00 | – აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა) |
197 | 7309 00 300 00 | – – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით |
198 | 7309 00 590 00 | – – – არა უმეტეს 100 000 ლიტრისა |
199 | 7309 00 900 00 | – მყარი ნივთიერებებისათვის |
200 | 7310 | ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე |
201 | 7311 00 | ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან |
202 | 7312 | დაგრეხილი მავთული, გვარლები, ბაგირები, წნული ზონრები, ჯამბარები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე |
203 | 7314 12 000 00 | – – უწყვეტი ლენტები კოროზიამედეგი ფოლადისაგან, მანქანებისათვის |
204 | 7314 14 000 00 | – – დაწნული ქსოვილები კოროზიამედეგი ფოლადისაგან დანარჩენი |
205 | 7314 19 000 00 | – – დანარჩენი |
206 | 7314 20 | – გისოსები, ბადეები და შემოსაღობები, გადაკვეთის ადგილებში შედუღებული, მავთულისაგან მაქსიმალური განივი კვეთით 3 მმ ან მეტი, უჯრედების ზომებით 100 სმ2 ან მეტი |
207 | 7314 31 000 00 | – – მოთუთიებული |
208 | 7314 39 000 00 | – – დანარჩენი |
209 | 7314 41 900 00 | – – – დანარჩენი |
210 | 7314 42 900 00 | – – – დანარჩენი |
211 | 7314 49 000 00 | – – დანარჩენი |
212 | 7314 50 000 00 | – გამცრელ-გამწოვი ფურცელი |
213 | 7315 | ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან |
214 | 7317 00 | ლურსმნები, კნოპები, ხაზვის კნოპები, დაღარული ლურსმნები, კავები (8305 სასაქონლო პოზიციაში ჩართულების გარდა) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, თავებით და უთავებოდ, სხვა მასალებისაგან, სპილენძისთავიანი ნაწარმის გარდა |
215 | 7318 | ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან |
216 | 7320 | ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან |
217 | 7321 | ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან |
218 | 7323 | ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან |
219 | 8544 | სადენები იზოლირებული (ემალირებულის ან ანოდირებულის ჩათვლით), კაბელები (კოაქსიალურის ჩათვლით) და დანარჩენი იზოლირებული ელექტრული გამტარები შემაერთებელი სამარჯვებით ან მათ გარეშე; ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელები, შემდგარი ინდივიდუალურგარსიანი ბოჭკოებისაგან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აწყობილი ელექტრულ გამტარებთან ან შემაერთებელ სამარჯვებთან |
2. საბაჟო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
№ | კოდი | დასახელება |
1 | 0203 | ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
2 | 0406 | ყველი და ხაჭო |
13. 2705 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 17049051000, 22071000000, 25010031000, 25010051000, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526200000), 68052000000, 68053080000 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.“.
14. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე ნაწილი:
„56. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 და 121 პუნქტების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის ქონების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხა ჩამოიწერება ბოლო აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, ხოლო თუ ბოლო აუქციონზე ქონების განცხადებული საწყისი ფასი მეტია საგადასახადო ვალდებულებაზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ნულდება.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 18 დეკემბერი.
№2387–IIს
დოკუმენტის კომენტარები