„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 280.000.000.05.001.003.824
  • Word
2386
18/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
280.000.000.05.001.003.824
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

3. არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;“.

7. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:

„10. თუ სამინისტრომ განახორციელა ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მიხედვით დაფუძნებული დაწესებულებების რეორგანიზაცია, მაშინ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დაწესებულება (დაწესებულებები) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად.

11. მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული, მის სისტემაში არსებული სპეციალიზებული დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება/რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია (ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების დროისა და აქტის მიუხედავად), დებულების დამტკიცება და წარმომად-გენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება.

12. სამინისტრომ საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2386–IIს