დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1674 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 12/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.010.000.01.001.003.614 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/10/2009 - 01/07/2011)
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481
1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი და ქ. ქუთაისი. პარლამენტის პლენარული სხდომები იმართება მხოლოდ ქ. ქუთაისში.
2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.“..
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№1674-IIს
დოკუმენტის კომენტარები