დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №794 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.014.124 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2018 - 27/01/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.124
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №46
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №794 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №794 ბრძანებაში (სსმ III, 24.12.2007წ., №182, მუხ. 2042) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნატო-სა და უცხო ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინირება;“;
ბ) მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პროგრამების (ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და სხვ.) სამხედრო შინაარსის კომპონენტების შემუშავება და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაცია;“;
დ) მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;“;
ე) მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნატო-ში ინტეგრაციის სამმართველო, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახორციელებს ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვას და მათი რეალიზაციის მონიტორინგს.“;
ზ) მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ძალთა დაგეგმვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ დაგეგმვას საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ავითარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) მეთოდების გათვალისწინებით და მონაწილეობს გაერთიანებული ოპერაციების დაგეგმვაში.“;
თ) მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოში შედის:
ა) ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვის განყოფილება, რომელიც ახდენს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) პარტნიორობის მიზნებით (PG) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გათვალისწინებული დაგეგმვის კოორდინირებას და შესრულების მონიტორინგს;
ბ) ნატო-საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის (IPP) დაგეგმვისა და რეალიზაციის განყოფილება, რომელიც ახდენს ყოველწლიური ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის (IPP) შემუშავებას და ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების კოორდინირებას და მონიტორინგს; მონაწილეობს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები