„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.941
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
226
22/12/2009
სსმ, 156, 22/12/2009
010.320.040.22.027.013.941
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/12/2009 - 04/06/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.941

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №226

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს №182 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

√ უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

√ საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი;

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი;

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილება;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №271 ბრძანება;

„სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანება;

„ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის პირველი აგვისტოს დებულება №3.