„საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“

  • Word
„საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 154, 18/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.897
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1517
14/12/2009
სსმ, 154, 18/12/2009
140.130.000.22.034.013.897
„საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/12/2009 - 31/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.897

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1517

2009 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ლოგო დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

 

 

პლანშეტი 1

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

 

 

პლანშეტი 2

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო  ფორმა – ღია  რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

 

 

 

პლანშეტი 3

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

პლანშეტი 4

მამაკაცის სპეციალური უნიფორმა – შავი ფერის შარვალი; ღია რუხი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟილეტი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

პლანშეტი 5

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

პლანშეტი 6

მამაკაცის ყოველდღიური ზამთრის  ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

 

 

პლანშეტი 7

მამაკაცის ყოველდღიური ზამთრის  ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

პლანშეტი 8

ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

 

 

 

 

პლანშეტი 9

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის შარვალი; ღია რუხი ფერის ყელსახვევი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

პლანშეტი 10

ქალის ყოველდღიური ზამთრის სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი, ღია რუხი ფერის ყელსახვევი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

 

პლანშეტი 11

1. სამკლაურის ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლის (შავ) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად; პირველ ნაწილზე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდის ფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზედაც არის ოქროს ფერი (ყვითელი) წარწერა: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.

2. ღილკილო წარმოადგენს ფორმის ტანსაცმლის საყელოს საბნევს, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა

 

პლანშეტი 12

წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით

 

 

 

 

 

 

პლანშეტი 13

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  ლოგო – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად; პირველ ნაწილზე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდის ფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზედაც არის ოქროს ფერი (ყვითელი) წარწერა: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.