„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 353/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 30/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.705
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
353/ნ
30/10/2009
სსმ, 134, 30/10/2009
040.030.000.22.035.013.705
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/10/2009 - 14/12/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.705

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №353/ნ

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2009 წლის 15 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის №28/ნ ბრძანება.

4. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №314/ნ ბრძანება.

5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ბათილად ცნობის დღიდან.

6. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 15 დეკემბრიდან.

ა. კვიტაშვილი