დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 ოქტომბრის №353/ნ ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.014284 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.014.284
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №63/ნ
2010 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 ოქტომბრის №353/ნ ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 ოქტომბრის №353/ნ ბრძანებაში (სსმ III, 30.10.2009 წ., №134, მუხლი 1534) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2010 წლის 1 მაისამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.“.
2. ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. ლიკვიდაციის შედაგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები