დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009-2011 წწ. სტრატეგიული გეგმის, შესაბამისი სამოქმედო და მონიტორინგისა და შეფასების გეგმების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების 2009-2010 წწ. სამოქმედო და მონიტორინგისა და შეფასების გეგმების დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 119, 02/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.027.013.618 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.013.618
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №190
2009 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009-2011 წწ. სტრატეგიული გეგმის, შესაბამისი სამოქმედო და მონიტორინგისა და შეფასების გეგმების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების 2009-2010 წწ. სამოქმედო და მონიტორინგისა და შეფასების გეგმების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 2009-2011 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009-2011 წწ. სტრატეგიული გეგმა (დანართი №1);
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009-2011 წწ. სტრატეგიული გეგმის სამოქმედო გეგმა (დანართი №2);
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009–2011 წწ. სტრატეგიული გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №3);
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №4, №4ა);
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №5, №5ა);
ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №6, №6ა);
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №7, №7ა);
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №8, №8ა);
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №9, №9ა);
კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №10, №10ა);
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №11, №11ა);
მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №12, №12ა);
ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №13, №13ა);
ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ,,საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №14, №14ა);
პ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (დანართი №15, №15ა).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ბურჯალიანი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები