დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 304/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 22/09/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.033.013.550 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.550
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის�� �ბრძანება №304/ნ
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
�გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ���������������������2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
��� მუხლი 1.
�გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №90, მუხლი №647) დამტკიცებულ �წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონებში� � სანიტარიულ წესებსა და ნორმებში (დანართი 5)� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს II თავი.
2. III თავის:
ა) მე-4 პუნქტის �გ.ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ.ბ) მშენებლობა, მცენარეული საფარის გაკაფვა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, მიწის უბნების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ამ სარტყელში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გამართვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ.�;
ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��9. წყალასაღების მშენებლობისათვის დამკვეთი შეიმუშავებს პროექტს წყალმომარაგების წყაროს სდზ-ის საორიენტაციო საზღვრებისა და დაბინძურების შესაძლო წყაროების მახასიათებელთა შესახებ. მასალის სარეკომენდაციო მოცულობა მოცემულია დანართ 1-ში.
10. სდზ-ის პროექტი სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების პროექტის შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.�;
გ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�14. სდზ-ის პროექტი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შემადგენლობაში შედის და მისი განუყოფელი ნაწილია, იმ შემთხვევაში, თუ �გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქმიანობა იგეგმება წყალმომარაგების წყაროსა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენის სანიტარიული დაცვის ზონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე.
�15. სდზ-ის დადგენილი საზღვრები და მასში შემავალი სარტყლები შეიძლება გადაისინჯოს წყალმომარაგების წყაროების ექსპლუატაციის (მათ შორის, მიწისქვეშა წყლების წყალასაღების წარმადობა), ან ადგილობრივი ეკოლოგიური პირობების ცვლილებების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და ა.შ. შემთხვევაში. სდზ-ის ახალი საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს საწყის სტადიაში ხდება.�;
დ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�17. დამკვეთის მიერ სდზ-ის პროექტის შემუშავებასა და სარტყლების ფარგლებში სანიტარიული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
18. სდზ-ის მეორე და მესამე სარტყლის ფარგლებში წყალდასაცავი ღონისძიებები და ჩამდინარე წყლების შედგენილობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.�;
3. V თავის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) ობიექტის ტერიტორიაზე დაცული მიწისქვეშა წყალასაღებისათვის, სადაც გამორიცხულია ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო გაბინძურება, ჰიდ-როგეოლოგიური დასაბუთების შემთხვევაში დასაშვებია სდზ-ის პირველი სარტყლის ზომების შემცირება.�.
4. VI თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. მიწისქვეშა წყალმომარაგების წყაროების სდზ-ის მეორე და მესამე სარტყლების საზღვრების დადგენა სხვადასხვა ჰიდროგეოლოგიური პირობებისათვის ხდება შესაბამისი ჰიდროგეოლოგიური გამოთვლების მეშვეობით.�.
5. VIII თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტული ეკოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სდზ პროექტში მეორე სარტყლის ტერიტორიის საზღვრები შესაძლებელია შეიცვალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.�.
6. X თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. წყალსადენის ნაგებობების სდზ-ის პირველი სარტყლის საზღვარი შემდეგი მანძილებით განისაზღვრება:
ა) სათადარიგო და მარეგულირებელი მოცულობე-ბის კედლებიდან, ფილტრებიდან და კონტაქტური გამაუფერულებლებისაგან � არანაკლებ 10 მ-ისა;
ბ) წყალსაწნეო კოშკიდან � არანაკლებ 10 მ-ისა. ხოლო, სდზ პროექტში ან გზშ ანგარიშში მოცემული დასაბუთების შემთხვევაში, სდზ-ის პირველი სარტყელი ცალკე მდგომი წყალსაწნეო კოშკებისათვის, მათი კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ დადგინდეს;
გ) სხვა ნაგებობებიდან (სალექარები, სარეაგენტო მეურნეობა, ქლორის საწყობი, სატუმბო სადგური და სხვა) � არანაკლებ � 10 მ-ისა.�.
7. X თავის მე-4 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ) შესაძლებელია განაშენიანებულ ტერიტორიებზე გამავალი წყალსატარების სანიტარიული დაცვის ზოლის სიგანის შემცირება სდზ პროექტში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად�.
8. XI თავის:
ა) მე-2 პუნქტის (მეორე და მესამე სარტყელებში გასატარებელი ღონისძიებები) �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) ახალი ჭაბურღილების გაბურღვა და ახალი მშენებლობა, რომელიც უკავშირდება ნიადაგის საფარის რღვევას, ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;�;
ბ) მე-2 პუნქტის (მეორე და მესამე სარტყელებში გასატარებელი ღონისძიებები) �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�დ) მიწისქვეშა წყლების ქიმიური გაბინძურების საშიშროების შემქმნელი საწვავ-საპოხი მასალების, შხამქიმიკატების, მინერალური სასუქების, ნარეცხი ნახმარი წყლების შემგროვებლებისა და სხვა ობიექტების აკრძალვა; ასეთი ობიექტების განლაგება დასაშვებია სდზ-ის მესამე სარტყლის ფარგლებში, მხოლოდ დაცული მიწისქვეშა წყლების გამოყენებისას, წყალშემცველი ჰორიზონტის გაბინძურებისაგან დაცვის სპეციალური ღონისძიებების შემუშავების შემდეგ და სდზ პროექტში ან გზშ ანგარიშში დასაბუთებით.�;
გ) მე-6 პუნქტის �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) წყალმომარაგების წყაროების გამაბინძურებელი ობიექტების გამოვლენა კონკრეტული წყალდამცავი ღონისძიებების შემუშავებით;�;
დ) მე-6 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�დ) ფსკერის გასაღრმავებელი სამუშაოები სდზ-ის აკვატორიის ფარგლებში დაიშვება, თუ წინასწარი ჰიდროლოგიური გამოთვლებით დასაბუთებულია, რომ არ ხდება წყლის ხარისხის გაუარესება წყალაღების წერტილებში 1 კმ-ით ზემოთ წყალასაღებიდან, ხოლო წყალსატევის ევტროფიკაციის საწინააღმდეგოდ ქიმიური მეთოდებისათვის მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ აპრობირებული პრეპარატები.�.
9. XIII თავიდან ამოღებულ იქნეს:
ა) მე-2 პუნქტის �ლ� ქვეპუნქტი
ბ) მე-3 პუნქტი.
��� მუხლი 2.
� ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
ა. კვიტაშვილი
დოკუმენტის კომენტარები