„ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“

  • Word
„ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 14/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.22.023.013.530
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
33
10/09/2009
სსმ, 112, 14/09/2009
390.050.020.22.023.013.530
„ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/09/2009 - 12/10/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.22.023.013.530

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების მინისტრის

ბრძანება №33

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესი (დანართი 1).

2. დამტკიცდეს თანდართული „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა (დანართი 2).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

დანართი 1

ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესი და ფორმა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 ეს წესი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების დროს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დაცული ტერიტორიების სააგენტო“;

ბ) უფლებამოსილი ორგანო – ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ტერიტორიული ორგანოები;

გ) ლიცენზია – ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია;

დ) ლიცენზიანტი – ლიცენზიის მფლობელი პირი ან პირი, რომელიც ფლობდა ლიცენზიას და არ გადაუბარებია ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოსათვის.

    მუხლი 3. მიღება-ჩაბარების განხორციელება

1. ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ, ერთი მხრივ, უფლებამოსილი ორგანო და, მეორე მხრივ, ლიცენზიანტი.

2. ლიცენზიის მიღებიდან 12 თვის ვადაში ლიცენზიანტი ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით ჩაიბაროს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორია დანართ 2-ში მოყვანილი მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ლიცენზიანტი და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში.

4. მიღება-ჩაბარება ხორციელდება თითოეული კვარტალის გადაბარებით. კვარტალის გადაბარების შემდეგ გადაბარებული ტერიტორიის დაცვაზე (ვიდრე ლიცენზიანტი ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს მიღება-ჩაბარების აქტით არ დაუბრუნებს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს) პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიანტს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვიდან ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის გაუქმებიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით (დანართი 2) უბრუნდება უფლებამოსილ ორგანოს ამ წესით განსაზ-ღვრული პროცედურებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიანტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 4. მიღება-ჩაბარების აქტი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს სახელით მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს იმ უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი და რეინჯერი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი.

2. ლიცენზიანტი მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, რომლის უფლებამოსილებაც დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით.

3. მიღება-ჩაბარების აქტში უნდა დაფიქსირდეს მხარეთა სრული რეკვიზიტები.

 4. მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.

 

დანართი 2

 

ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების

ა ქ ტ ი №......... თითოეული კვარტალის მიხედვით

 

ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანო --------------------------

 ორგანოს დასახელება

---------------------------------------------------

სატყეო უბანი------------------------------, ყოფილი სატყეო --------------------------------, სარეინჯერო (სამცველო)------------------------

კვარტალი №-----------------------

 

უკანონო ჭრებისა და სხვა დარღვევების შესახებ კვარტალის აღწერილობა

 

 

ნომერი რიგზე

მერქნიანი მცენარის ჯიში

ძირკვის გადანაჭერის საშუალო დიამეტრი

(სმ)

ძირკვის მდგომარეობა გადანაჭრის მიხედვით

ფერშეუცვლელი (ნათელი ფერის)

ფერშეცვლილი

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ რაოდენობა:

 

 

 

 

 

სხვა დარღვევების ჩამონათვალი ფართობის მითითებით.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რეინჯერი)-------------------------------------- --------------------

 სახელი, გვარი ხელმოწერა

 ბ.ა.

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

იწერება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანოს დასახელება., ხელმძღვანელის თანამდებობა,

 

 

------------------------------------------- ---------------------

 სახელი, გვარი ხელმოწერა

 ბ.ა.

 

ლიცენზიანტის-------------------------------------- მინდობილობით აღჭურვილი პირის

დასახელება------------------------------------------------

      მინდობილობის №,სახელი, გვარი -------------------

 ხელმოწერა

 

 თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

 

შენიშვნა:

ა) მუქი, სოკოებით დაავადებული, ხავსმოკიდებული, ფუტურო ძირკვები, აგრეთვე ადრეულ პერიოდში ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ აღრიცხული ძირკვები აქტში არ შეიტანება.

ბ) მე-3 და მე-4 გრაფებში მონაცემები შეიტანება „+“ ნიშნით;

გ) ძირკვების აღრიცხვისას გადანაჭერზე მრიცხველში იწერება რიგითი ნომერი და მნიშვნელში ძირკვის გადანაჭერის საშუალო დიამეტრი.