დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის №33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050020.22.023.016020 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №59
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის №33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის №33 ბრძანებაში (სსმ III, 2009 წ., №112, მუხ.1270) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესის“:
ა.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო“;
ა.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს სახელით მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს იმ უფლებამოსილი ორგანოს სატყეო უბნის უფროსი ან ადმინისტრაციის დირექტორი და ტყისმცველი ან რეინჯერი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი.“.
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების
ა ქ ტ ი №......... თითოეული კვარტალის მიხედვით
„_____“ „__________________“ 20 _____ წელი
ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანო ____________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
ორგანოს დასახელება
სატყეო უბანი ___________________, ყოფილი სატყეო ___________________
სარეინჯერო (სამცველო) ___________________
კვარტალი №___________________
უკანონო ჭრებისა და სხვა დარღვევების შესახებ კვარტალის აღწერილობა
|
ნომერი რიგზე № |
მერქნიანი მცენარის ჯიში
|
ძირკვის გადანაჭრის საშუალო დიამეტრი (სმ) |
ძირკვის მდგომარეობა გადანაჭრის მიხედვით
| |
|
|
|
| ფერშეუცვლელი (ნათელი ფერის) | ფერშეცვლილი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ რაოდენობა: |
|
| ||
სხვა დარღვევების ჩამონათვალი ფართობის მითითებით.
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
რეინჯერი, ტყისმცველი ________________________________ ___________________________
სახელი, გვარი ხელმოწერა
ბ.ა.
_______________________________________________________________________________________________________________________________________________
იწერება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანოს დასახელება. სატყეო უბნის უფროსი ან ადმინისტრაციის დირექტორი
______________________________ ____________________________
სახელი, გვარი ხელმოწერა
ბ.ა.
ლიცენზიანტის _____________________________________________ მინდობილობით აღჭურვილი პირის
დასახელება _________________________________________________ ___________________________
მინდობილობის №, სახელი, გვარი ხელმოწერა
შენიშვნა:
ა) მუქი, სოკოებით დაავადებული, ხავსმოკიდებული, ფუტურო ძირკვები, აგრეთვე ადრეულ პერიოდში ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ აღრიცხული ძირკვები აქტში არ შეიტანება.
ბ) მე-4 და მე-5 გრაფებში მონაცემები შეიტანება „+“ ნიშნით;
გ) ძირკვების აღრიცხვისას გადანაჭერზე მრიცხველში იწერება რიგითი ნომერი და მნიშვნელში – ძირკვის გადანაჭრის საშუალო დიამეტრი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები