,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 25/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.486
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
177
25/08/2009
სსმ, 105, 25/08/2009
010.320.040.22.027.013.486
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/08/2009 - 04/06/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.486

საქართველოს იუსტიციის მინისტრის        

ბრძანება №177

2009 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საკონკურსო-სატესტაციო კომისია კონკურსში მონაწილე კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 v უმაღლესი განათლება;

v სასურველია უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა;

v სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

v საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანება.