დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.110.000.22.038.013.447 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2009 - 20/01/2014)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.447
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №509
2009 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა
საქა რთველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს. ფარის ველი ლურჯია.
ფა რის ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლური ფარი, რომლის ლურჯ ველზე მოთავსებულია ოქროს სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც ლურჯი გადაშლილი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენასი კი ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინებია გამოსახული ისე, რომ თვითონ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს.
ფარს ორი ოქროს ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის ლურჯ ველზე ოქროთი ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები