საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 26/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 110110000.22.038.016266
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
20/01/2014
ვებგვერდი, 21/01/2014
110110000.22.038.016266
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/01/2014 - 25/05/2015)

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №9

2014 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად თანდართული  სახით. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს N509 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 26 იანვრიდან.  

მინისტრისოზარ სუბარი



 

დანართი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს სამკუთხოვან ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გადაშლილი წიგნი უპყრიათ. წიგნის ქვემოთ ციხე-კოშკია  გამოსახული. ფარის ზემოთა ნაწილში ლურჯ ველზე ვერცხლით ჩაწერილია - „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტრო“.