„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3/93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 14/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.028.013.273
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/93
08/07/2009
სსმ, 86, 14/07/2009
430.210.000.22.028.013.273
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2009 - 24/09/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.028.013.273

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/93

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა

                                            დანართი 1

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების

დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის –  მოწმობის ფორმა

საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

 

 

ლოგო

 

საქართველოს კულტურის , ძეგლთა

დაცვისა და სპორტის სამინისტრო

 

 

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი

მოწმობა

 

სერია –––––– № ––––––

 

 

 

მიეცა ———————————————————————————————————————

რომელიც    –––––––——––   წელს   ჩაირიცხა    და    –––————–––––  წელს დაამთავრა     

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––—————————————————————————————————————————

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––——————–––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––—––––––––––––––––––––––––––––––––– და მიიღო შემდეგი შეფასებები

 

1.––––––––––––––––––––––––––––      10.–––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––      11.–––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––      12.–––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––      13.–––––––––––––––––––––––––––

5.––––––––––––––––––––––––––––      14.–––––––––––––––––––––––––––

6.––––––––––––––––––––––––––––      15.–––––––––––––––––––––––––––

7.––––––––––––––––––––––––––––      16.–––––––––––––––––––––––––––

8.––––––––––––––––––––––––––––      17.–––––––––––––––––––––––––––

9.––––––––––––––––––––––––––––      18.–––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

დირექტორი         —————————————

 

პასუხისმგებელი პირი   ———–————–––––——–                                 

 

 

გაცემის თარიღი 

ბ.ა.

 


Ministry of Culture, Monument Protection and Sports of Georgia

 

Certificate of successfully completing the off-school art educational establishment

 

 

serial ____ # ____

 

 

 

This is to certify that     _______________________________________________________________  

         entered the off-school art educational establishment

 

 __________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

________________________________________________________________  in   ________   and finished in

    _________ with the following grades

 

 

 

1.____________________________      10.___________________________

2.____________________________      11.___________________________

3.____________________________      12.___________________________

4.____________________________      13.___________________________

5.____________________________      14.___________________________

6.____________________________      15.___________________________

7.____________________________      16.___________________________

8.____________________________      17.___________________________

9.____________________________      18.___________________________

 

 

 

Director                                                                                               

 

Responsible person:                                        Date of Issue       

 

seal:                                                  

 

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები

1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა – ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“, ,,მოწმობა“ და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამახასიათებელი ნიშანი – ლოგო (ვიოლინოს გასაღები, 2 ფუნჯი, 2 ნიღაბი).

2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ (მარცხენა მხარე) ენებზე იბეჭდება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“, დოკუმენტის დასახელება – ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დო-კუმენტი – მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყების და დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმხორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება სამართლებრივი ფორმის მითითებით, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხუ-რის აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).

3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მ.მ. ცარცის ქაღალდზე A 4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც უნდა შესრულდეს მუქი ლურჯი ფერით, ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და ლოგო (სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების დამახასიათებელი ნიშანი) ბრინჯაოს ფერით. მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს მუქი ლურჯი ფერით. მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ბრინჯაოს ფერის დეკორატიულ ჩარჩოში. მოწმობის დამცავი მექანიზმი – წარწერა ,,ხელოვნება“ უნდა შესრულდეს უფერული ლაქით. მოწმობის სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

 

დანართი №2

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის გაცემის წესი

    მუხლი 1. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

2.  ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.

    მუხლი 2. ფორმების შენახვა და გაცემა

1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.

    მუხლი 3. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.

2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილ უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში.

    მუხლი 4. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა

1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.

2. მოწმობების რეგისტარციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.

    მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.

4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების დაცვით.

5. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.