დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.054.016023 |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/154
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანების (სსმ III, №86, 2009წ., მუხ.919) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება“.
მუხლი 2. ბრძანება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი № 1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანამანათლებლო დაწესებულების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი“ დანართი №2-ის შესაბამისად.“.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
დანართი №1
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
ლოგო
მ ო წ მ ო ბ ა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტრო
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი
მოწმობა
სერია –––––– № ––––––
მიეცა --------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელიც ––––––– წელს შევიდა და ––––––– წელს დაამთავრა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––და მიიღო შემდეგი შეფასებები
1.–––––––––––––––––––––––––––– 10.–––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––– 11.–––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––– 12.–––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––– 13.–––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––– 14.–––––––––––––––––––––––––––
6.–––––––––––––––––––––––––––– 15.–––––––––––––––––––––––––––
7.–––––––––––––––––––––––––––– 16.–––––––––––––––––––––––––––
8.–––––––––––––––––––––––––––– 17.–––––––––––––––––––––––––––
9.–––––––––––––––––––––––––––– 18.–––––––––––––––––––––––––––
დირექტორი ------------------
პასუხისმგებელი პირი -----------------
გაცემის თარიღი
ბ.ა.
Ministry of Culture and Monuments Protection of Georgia
School of Arts
Certificate of successfully completing the Off-Shool Art Educational Establishmentt
serial ____ # ____
This is to certify that __________________________________was accepted
at the Off-school Art Educational Establishment
_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________
________________________________________________ in ________ and graduated on _________ with the following grades
1.____________________________ 10.___________________________
2.____________________________ 11.___________________________
3.____________________________ 12.___________________________
4.____________________________ 13.___________________________
5.____________________________ 14.___________________________
6.____________________________ 15.___________________________
7.____________________________ 16.___________________________
8.____________________________ 17.___________________________
9.____________________________ 18.___________________________
Director
Responsible person: Date of Issue
seal:
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები
1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მცირე გერბი და „მოწმობა“.
2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ ენაზე (მარცხენა მხარე) იბეჭდება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“, დოკუმენტის დასახელება – „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყების და დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება სამართლებრივი ფორმის მითითებით, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ. ცარცის ქაღალდზე 4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც უნდა შესრულდეს შავი ფერით, ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და მცირე სახელმწიფო გერბი. მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ვერცხლისფერ დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში.
დანართი №2
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი
მუხლი 1. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
2. ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.
მუხლი 2. ფორმების შენახვა და გაცემა
1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს, ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში.
მუხლი 4. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა
1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.
2. მოწმობების რეგისტარციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.
მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.
4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების დაცვით.
5. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები