კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 29/06/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.225
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
116
29/06/2009
სსმ, 79, 29/06/2009
070.030.000.22.027.013.225
კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/06/2009 - 14/04/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.225

საქართველოს იუსტიციის

 მინისტრის ბრძანება №116

2009 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი

კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესი

1. კერძო აღმასრულებელს სავალდებულოა ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და სადეპოზიტო ანგარიში ბანკში.

2. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს მას სამუშაო ადგილის მისამართი და ცნობა იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე (მესაკუთრის ვინაობა), სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი და ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.

4. კერძო აღმასრულებლის ოფისი (ბიურო) უნდა იყოს არანაკლებ 20 მ2  კაპიტალური ფართობის, სათანადოდ დაცული (ხმოვანი სიგნალიზაციით ან სპეციალური დაცვით) და საკომუნიკაციო-საოფისე ტექნიკით (ტელეფონი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი და სხვა აუცილებელი საოფისე ტექნიკა. ასევე დოკუმენტაციის განთავსებისა და სათანადო შენახვისათვის საჭირო ინვენტარი) აღჭურვილი.

5. აკრძალულია ოფისის (ბიუროს) განთავსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სანოტარო ბიუროს, საგანმანათლებლო ან გასართობი დაწესებულების შენობაში.

6. ოფისის შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული შესაბამისი აბრა, სააღსრულებო საქმიანობისა და კერძო აღმასრულებლის (საერთო ოფისის შემთხვევაში, თითოეულს) სახელისა და გვარის აღნიშვნით. აბრა შეიძლება შეიცავდეს დამატებით აღნიშვნებსაც. კერძო აღმსრულებლის ოფისში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია.