„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 15/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.014485
  • Word
87
14/04/2010
სსმ, 40, 15/04/2010
070030000.22.027.014485
„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.014.485

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 87

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №116 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №79, მუხ. 860) დამტკიცებული წესის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კერძო აღმასრულებლის ოფისი (ბიურო) უნდა იყოს არანაკლებ 20 მ2 კაპიტალური ფართობის, სათანადოდ დაცული (ხმოვანი სიგნალიზაციით ან სპეციალური დაცვით) და საკომუნიკაციო-საოფისე ტექნიკით (ტელეფონი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი, რომელშიც აგრეთვე განთავსებულია სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, პრინტერი, სკანირების აპარატი, დოკუმენტაციის განთავსებისა და სათანადო შენახვისათვის აუცილებელი სხვა ინვენტარი) აღჭურვილი.“.

2. კერძო აღმასრულებელთა რეესტრში რეგისტრირებულმა პირებმა 2010 წლის 30 აპრილისათვის უზრუნველყონ სამუშაო ადგილების ამ ბრძანების შესაბამისად მოწყობა.

3. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 30 აპრილიდან.

  ზ. ადეიშვილი