„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“

  • Word
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 28/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.036
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
147
16/04/2009
სსმ, 51, 28/04/2009
100.020.020.22.038.013.036
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2009 - 01/06/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.036

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება

 ბრძანება №147

2009 წლის 16 აპრილი

 ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები:

ა) №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60/;

ბ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №85/;

გ) №2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64/;

დ) №3 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77/;

ე) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება /ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11/;

ვ) №6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, სოფ. მთისძირი/;

ზ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/;

თ) № 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი /ვარციხის დასახლება/;

ი) №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა/;

კ) №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება / ქ. თბილისი, ავჭალის გზატკეცილი №17/;

ლ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება /ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №33/;

მ) №1 საპყრობილე /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85/;

ნ) №3 საპყრობილე /დაბა ხელვაჩაური, ურეხის დასახლება/;

ო) №4 საპყრობილე /ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. №9/;

პ) №7 საპყრობილე /ქ. თბილისი, გულუას ქ. №31/;

ჟ) №8 საპყრობილე /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ მე-2კმ/.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებები:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ მე-2 კმ/.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი