დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 01/10/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/10/2010 - 27/12/2010)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №142
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე- 2 მუხლის მე- 4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე- 2 და მე-3 ნაწილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
შეიქმნას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღსრულების შემდეგი დაწესებულებები:
1. №1 დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. № 85/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 750 ბრალდებული/მსჯავრდებული;
2. №2 დაწესებულება /ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. № 85/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 1840 ბრალდებული/მსჯავრდებული;
3. №3 დაწესებულება /დაბა ხელვაჩაური, ურეხის დასახლება/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 557 ბრალდებული/მსჯავრდებული ;
4. №4 დაწესებულება /ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. № 9/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 305 ბრალდებული/მსჯავრდებული;
5. №5 დაწესებულება /გარდაბნის მუნ იციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/ – ქალთა პატიმრობისა და ნახევრად ღია თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1200 ბრალდებული/მსჯავრდებული.
6. №6 დაწესებულება – /გარდაბნის მუნ იციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/ – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1400 ბრალდებული/მსჯავრდებული;
7. №7 დაწესებულება /ქ. თბილისი, გულუას ქ. № 31/ – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 108 ბრალდებული/მსჯავრდებული;
8. №8 დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე- 7 მ/რ, მე- 2კმ/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 3672 ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. №9 დაწესებულება – ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო და ნახევრად ღია თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება /ქ. თბილისი, აბუსერიძე – ტბელის № 11/ – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 970 ბრალდებული/მსჯავრდებული;
10. №10 დაწესებულება /ქ. თბილისი, ავჭალის გზატკეცილი № 17/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 370 მსჯავრდებული;
11. №11 დაწესებულება /ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ. № 33/ – არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 160 მსჯავრდებული;
12. №12 დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. № 77/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 მსჯავრდებული;
13. №13 დაწესებულება /ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 650 მსჯავრდებული;
14. №14 დაწესებულება /ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2500 მსჯავრდებული;
15. №15 დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 3300 მსჯავრდებული;
16. №16 დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. № 60/ – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2704 მსჯავრდებული ;
17. №17 დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. № 64/ – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2744 მსჯავრდებული;
18. №18 დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე- 7 მ/რ, მე- 2 კმ/ – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 250 ბრალდებული/მსჯავრდებული;
19. №19 დაწესებულება – /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 540 მსჯავრდებული.
მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შერეული ტიპის დაწესებულებებში შეიქმნას პატიმრობის განყოფილებები, აღნიშნულ დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით განთავსების მიზნით.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში შეიქმნას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განყოფილება, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განცალკევებით განთავსების მიზნით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯე ლაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის № 147 ბრძანება „სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ (სსმ III, 28.04.2009, №51, მუხ. 571) და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის №242 ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 08.06.2009წ., №69, მუხ. 758).
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები