დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინსტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 09/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020.080.160.22.034.012.611 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2009 - 27/07/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.012.611
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №21
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თანდართული სახით დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (შემდგომში – ოქმი) წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო) ოქმის წარმოებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ წესის საფუძველზე.
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 2. ოქმის ფორმის დამზადება
1. ოქმის ფორმა მზადდება სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ოქმის ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 3. ოქმის ფორმების შენახვა
1. ოქმის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმის ფორმის ექსკლუზიური ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები