დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 583 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.016118 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №583
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანების (სსმ III, 09.01.2009 №2, მუხ.15) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 4. გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმები ს ფორმების ჩამოწერა და უტილიზაცია
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმების რაოდენობა .
3. გამოყენებული ოქმების ჩამოწერა ხორციელდება სამწლიანი შენახვის ვადის გასვლის გამო.
4. გამოყენებული და გამოსაყენებ ლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები