შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დატკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 01/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.22.024.012.426
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/2688
24/11/2008
სსმ, 170, 01/12/2008
040.110.040.22.024.012.426
შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დატკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/12/2008 - 24/12/2009)

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დატკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.22.024.012.426

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2688

2008 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული წესი „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) შესახებ“.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით და განსაზღვრავს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) პირობებს.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას (შემდგომში _ შემსყიდველი ორგანიზაცია) უფლება აქვს შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ხორციელდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება მათი მიმწოდებლებისათვის გადაცემის (დაბრუნების) გზით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლებას მათი მიმწოდებლებისათვის გადაცემის (დაბრუნების) გზით ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობებით.

    მუხლი 2. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესი და პირობები

1. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) გზით.

2. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშულებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების შეფასებას ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით ახორციელებს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის ბალანსზეც ირიცხება აღნიშნული ქონება.

3. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განისაზღვრება მისი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) მომენტისთვის არსებული საბაზრო ღირებულებით. საბაზრო ღირებულება დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის ან აუდიტის დასკვნით.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი მიმწოდებლისთვის გადაცემის (დასაბრუნებლად) მიზნით ფორმდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის“ შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დადგენილი წესითა და და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.