დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №1-1/2688 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1016 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 18/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110040.22.024.014750 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.22.024.014.750
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1016
2010 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №1-1/2688 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის (სსმ III, 01.12.2008წ., №170, მუხ. 1747) №1-1/2688 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მომწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თანდართული წესი „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მომწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის შესახებ’’
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მომწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის წესი“.
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაზღვრავს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის პირობებს.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია) უფლება აქვს შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ხორციელდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება, მათი მიმწოდებლებისათვის დაბრუნებით ან იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლებას ახორციელებს მათი მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობებით.“.
4. მე-2 მუხლის :
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:
„მუხლი 2
„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას გადაცემის წესი და პირობები’’.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის გზით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას“.
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„3. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განისაზღვრება მისი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, გადაცემის მომენტისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით. საბაზრო ღირებულება დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის ან აუდიტის დასკვნით.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მიზნით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას, ფორმდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები