დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 12/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.15.008.012.359 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2008 - 13/06/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.012.359
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №50/2008
2008 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის კორესპონდენციისა და არქივის წარმოების სამმართველოს, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტების შტატით გათვალისწინებული მოხელეები და ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანაშემწეები არ დაექვემდებარონ სავალდებულო სერტიფიცირებას.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 30 აგვისტოს №17/2006 დადგენილება.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. თარხნიშვილი
კომისიის თავმჯდომარე
გ. მჭედლიძე
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები