დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და თანამშრომლების განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/2011 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110614027, 15/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.15.008.016010 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/2011 - 02/03/2012)
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია���������������������������������������������� �საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №7/2011
����� 2011 წლის 13 ივნისის
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და თანამშრომლების განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის კორესპონდენციისა და არქივის წარმოების სამმართველოს, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ საკითხთა სამმართველოს; საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო ტექნოლოგიების; საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების შტატით გათვალისწინებული მოხელეები, ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი, ცესკოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწეები არ დაექვემდებარონ სავალდებულო სერტიფიცირებას.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 10 ნოემბრის №50/2008 დადგენილება.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე�� ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი ����� გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები