,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“

  • Word
,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 161, 07/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.354
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
254
07/11/2008
სსმ, 161, 07/11/2008
110.060.010.22.027.012.354
,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/11/2008 - 04/12/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.020.22.027.012.354

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №254

2008 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორია დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 2 თებერვლის №5 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.

ზ. ადეიშვილი

დანართი

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

2. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

3. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

4. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – გორის, ხაშურის და მცხეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

6. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.