დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 173, 04/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.020.22.027.012.452 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.020.22.027.012.452
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №287
2008 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანების (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1627) დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები