დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 780 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 18/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.012.168 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/09/2008 - 31/05/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.168
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №780
2008 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ შესაბამისი სასწავლო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007–2008 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №476 ბრძანება.
3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები