დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 12 სექტემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 01/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.014691 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.691
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №44/ნ
2010 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 12 სექტემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 12 სექტემბრის №780 ბრძანებაში (სსმ III,18.09.2008 წ., №138 მუხ. 1359) და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ შესაბამისი სასწავლო წლის დასრულებამდე.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები