საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 27/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.129
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
481
26/08/2008
სსმ, 124, 27/08/2008
120.340.000.22.026.012.129
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/08/2008 - 07/06/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.129

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება481

2008 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 30-ე მუხლების, იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი – კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი – იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა (დანართი №2).

3. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობაზე ხელმოწერის უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს.

4. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3).

5. დამტკიცდეს ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4).

6. დამტკიცდეს თანდართული გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის აქტი (დანართი №5).

7. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი – კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის (ტექსტში შემდგომ – მოწმობის) ფორმა წარმოადგენს წყლისნიშნიანი 120გრ/მ2-140გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ბეჭდვით შესრულებულ ღია ლურჯი ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია: საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“, სალიცენზიო მოწმობის დასახელება და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის ნომერი, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი), ლიცენზიის მფლობელის მისამართი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის დასახელება და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი. მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის დამკვეთისა და დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრი) (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით).

3. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) გილოშურ ბადეს;

ბ) ხილულ ბოჩკოებს;

გ) უხილავ და მანათობელ ბოჩკოებს;

დ) მიკროსტრიქონით შესრულებულ ხაზებს წარწერით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;

ე) ექსკლუზიურ ნუმერაციას;

ვ) უხილავ წარწერას სთს“ (იკითხება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

ზ) საქართველოს სახელმწიფო გერბი (იკითხება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

თ) მანათობელი საღებავი, რომელიც გამოყენებულია ნუმერაციაში (ნათება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

ი) საქართველოს სახელმწიფო გერბი შესრულებული კონგრევის მეთოდით.

დანართი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

__________________________________________________

 

სალიცენზიო მოწმობა

 

000000

 

ლიცენზიის გაცემის თარიღი: _________________________________________________________

ლიცენზიის მფლობელი: _____________________________________________________________

___________________________________________________________________________________

 

ლიცენზიის მფლობელის მისამართი: _________________________________________________

___________________________________________________________________________________

 

ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა: _____________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

 

ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ______________________________________

________________________________________________________ ____________________________

    

ლიცენზიის გამცემი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი _____ __________________________

___________________________________________________________ ________________________

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

ლიცენზიის გამცემი თანამდებობის                                                                              ბ. ა.

პირის ხელმოწერა: _________________________

  დამკვეთი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

დამამზადებელი: შპს ფორმა.

სფს რეგისტრაციის

 

დანართი 2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო- საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/ და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო- საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/ და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის ( ტექსტში შემდგომ მოწმობის) ფორმა წარმოადგენს წყლისნიშნიანი 120 გრ/2 -140 გრ/2 ქაღალდის გამოყენებით ბეჭდვით შესრულებულ ღია მწვანე ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“, სანებართვო მოწმობის დასახელება და ჩანაწერი გაცემული ნებართვის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სანებართვო მოწმობის ნომერი, ნებართვის გაცემის თარიღი, ნებართვის მფლობელის დასახელება ( იურიდიული პირის შემთხვევაში სრული საფირმო სახელწოდება და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი), ნებართვის მფლობელის მისამართი, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა, ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ნებართვის გამცემი თანამდებობის პირის დასახელება და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი. მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის დამკვეთისა და დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი ( არანაკლებ ექვსი ციფრი) ( გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით).

3. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

) გილოშურ ბადეს;

) ხილულ ბოჩკოებს;

) უხილავ და მანათობელ ბოჩკოებს;

) მიკროსტრიქონით შესრულებულ ხაზებს წარწერით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;

) ექსკლუზიურ ნუმერაციას;

) უხილავ წარწერას სთს“ ( იკითხება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

) საქართველოს სახელმწიფო გერბი ( იკითხება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

) მანათობელი საღებავი, რომელიც გამოყენებულია ნუმერაციაში ( ნათება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ);

) საქართველოს სახელმწიფო გერბი შესრულებული კონგრევის მეთოდით.

დანართი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

_______________________________________

 

სანებართვო მოწმობა

 

000000

 

ნებართვის გაცემის თარიღი: _________________________________________________________

ნებართვის მფლობელი: ______________________________________________________________

____________________________________________________________________________________

 

ნებართვის მფლობელის მისამართი: ___________________________________________________

____________________________________________________________________________________

 

ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა: _______________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

ნებართვის მოქმედების ვადა: _________________________________________________________

 

ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: _______________________________________

____________________________________________________________________________________

    

ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი __________________________________

___ __________________________________________________________________________________

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

ნებართვის გამცემი თანამდებობის     .

პირის ხელმოწერა: _____________________________                                               ბ. ა

 

დამკვეთი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

დამამზადებელი: შპს ფორმა.

სფს რეგისტრაციის

 

დანართი 3

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის (დანართი 2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ეს წესი განსაზღვრავს კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის ფორმის (ტექსტში შემდგომ – სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების) დამზადების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.

4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამზადება

1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების დამზადება წარმოებს სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. დამზადებული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.

    მუხლი 3. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა

1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა ხორციელდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.

    მუხლი 4. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შევსება

1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შევსება წარმოებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტში.

2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისად შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო და სანებართვო რეესტრში, რომელშიც ასევე მიეთითება სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის ბლანკის ნომერი.

    მუხლი 5. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გაცემა

1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია ლიცენზიის ან ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).

3. ლიცენზიის ან ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების მიღების ფაქტს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.

4. გაცემული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამოწმებული ქსეროასლი ინახება საქმეში ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის მიერ ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად.

    მუხლი 6. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დუბლიკატის გაცემა

1. გაცემული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების დუბლიკატი.

2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დუბლიკატის მისაღებად ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება, რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დუბლიკატის მიღების საფუძველი;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით დუბლიკატი“. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმის დუბლიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

    მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა

1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

დანართი 4

ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი

გაცემის თარიღი

ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის ნომერი

ნებართვის მოქმედების ვადა

ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის გამცემი

ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის მიმღები

შედგენილი ლიცენზია/ნებართვა

 

 

 

 

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარიგვა

 

სახელი სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

ლიცენზიის/ნებართვის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

14

15

16

17

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის ფორმები

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

 

 

 

ჩამოწერის აქტის ნომერი

ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

 

 

 

 

 

 

18

19

20

21

22

23

24

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო

მოწმობების ფორმების ჩამოწერის

აქტი

 

ქ. თბილისი                                                                      „ ____ “   „ ________ 200 წ.

 

წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობების ფორმები:

 

 

სალიცენზიო/სანებათვო

მოწმობების ფორმის

დასახელება

რაოდენობა

ფორმის ნომერი

ჩამოწერის საფუძველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    

 აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი ________________________

 

სტრუქტურული ქვედანაყოფის

ხელმძღვანელი ______________________________